პრემიერი - 4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი - მინიმუმ 300 ათასმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში

4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი. ამ ქვეყანაში მინიმუმ 300 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე.

„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზე გვქონდა საუბარი. ეს არის ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე. ეს სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სავსებით რეალურია. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე. ესეც მიღწევადია. სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებულები. 4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი. მინიმუმ 300 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ამბიციური ამოცანაა, თუმცა სავსებით რეალურია ამ მიზნის შესრულება. ამისთვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. გვინდა მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რეალურია და კარგი საფუძვლებია შექმნილი გასული წლების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს