თამარ კორძაია - მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკო-ში

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვენ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკო-ში. დაწყებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება არ მიიტაცოს და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მინიმუმ 12%, რაც "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" წაართვეს, ამ გაყალბების გზით რომ არ წაერთმიათ, მაშინ დღეს ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნებოდა. ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით.

დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან აუდიტს, ტექნოლოგიურს და დოკუმენტურს ცესკოში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა",-განაცხადა კორძაიამ.

მან დღეს საზოგადოებას არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თამარ კორძაიას ინფორმაციით, მათ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს დმანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ ტელეფონში არსებული ფოტოთი ხმას. მისივე თქმით, ასეთი და სხვა დარღვევები 26 ოქტომბრის არჩევნებზე უამრავი დაფიქსირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს