თამარ კორძაია - შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება.

„მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. ვიცით, რომ დაშინების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა. არ გაგვიხმაურებია ეს ფაქტები, ვერც გავახმაურებთ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ყველა ფაქტზე დამატებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“,-განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ გაყალბებაზე ქართული საზოგადოება სათანადოდ ხმას არ ამოიღებთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება.

„მთავარი საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი იკადრა, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრიდან, დამთავრებული მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ბიულეტენების ჩაყრით. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამაზე სათანადოდ ხმას არ ამოვიღებთ და არ დავიცავთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი არჩევანის დაცვა და ეს არჩევანი იყო ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. ეს არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ოპოზიციისთვის და „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ მცირე, ხმების 12% მოეპარათ“,-განაცხადა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს