კახა ოქრიაშვილი - დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.

ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი - 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.

აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო