სტივენ დაუთი - ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებში ასახული დარღვევები საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება - საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპისა და აშშ-ის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, ძალზე პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ამომრჩეველთა დაშინებას და იძულებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან ერთად, ეს არ არის ღია, დემოკრატიული საზოგადოების ქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტივენ დაუთი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს და შეცვალოს დემოკრატიის მიმართ შემცირებული ვალდებულება. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება