მამუკა მდინარაძე - კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება - 2/3-ის კი არა, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ვცნობთ

ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას არაფრიდან, ნულიდან - მათი პერსპექტივა არის ნული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, იმ უბნებზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არ იყვნენ, არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

„არსად, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები არ იყვნენ, ფოთოლი არ გარხეულა, ხოლო სადაც იყო ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აპოკალიფსის დახატვით, იქ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სცემდნენ ამომრჩევლებს. ამ მომენტამდე ვინმემ პასუხი გაიგეთ, რა უნდოდათ ახმეტელ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს ისნის საარჩევნო უბანზე? ვინმემ რამე იცით? - არაფერი, უნდოდათ პროვოკაცია და მერე ვიღაცას რომ ეთქვა, თითქოს ძალადობრივი საარჩევნო გარემო იყო. სხვაგან, სადაც არ პროვოკატორობდნენ „ნაცები“და მისი კლასტერის წარმომადგენლები, აბსოლუტურად, არანაირი დარღვევა არ ყოფილა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, პარლამენტის წევრებს ხმათა უმრავლესობით შეუძლიათ დეპუტატთა მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა.

„მათ [ოპოზიციამ] კანონის კითხვა, ან არ იციან ან მავნებლები არიან. ჩვენ უნდა განვმარტოთ. მათი თქმით, 100 მანდატია საჭირო ლეგიტიმაციისთვის. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით, ანუ 2/3-მა კი არა 2/3-ის. აი, აქ იტყუებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ანუ 76 მანდატი საკმარისია. 2/3-ის კი არა ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ, აბსოლუტურად.

რაც შეეხება სიების ჩახსნას, კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე არასერიოზულია.

„რა გაყალბებაზე, რის გაყალბებაზე ლაპარაკობენ. მათი დათვლებით 40% გვქონდა და 54% მივიღეთ, ანუ 300 000-მდე ხმის გაყალბებაზე საუბრობენ, წარმოგიდგენიათ. ერთი რაღაც შემთხვევა იყო და 4 კამერა იღებდა, ისიც დადგმული“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს