ანა დოლიძე - „ძლიერ საქართველოში“ გავხსენით შტაბი, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის

„ძლიერ საქართველოში“ გავხსენით შტაბი, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის - ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლას არ განიხილავს.

„ჩვენ ბუნებრივია, პირველ რიგში, ვხედავთ, განვიცდით, დავინახეთ და დღეს ვაფიქსირებთ ყველა იმ დარღვევას და დანაშაულს, რის მეშვეობითაც მოტაცებული იქნა არჩევნები. ჩვენ გავხსენით შტაბი „ძლიერ საქართველოში“, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, რუტინული, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული. ამას ითხოვს აშშ, ამას შეუერთდება ევროკავშირი და ჩვენ ვმართავთ პროცესს ჩვენს ოფისში.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე 19:00 საათზე. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტში შესვლას ჩვენ არ განვიხილავთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს წინაშეა „ლელო“, პარტია, რომელიც 2020 წელს ვაჟკაცურად ჩახსნა სია და მამუკა ხაზარაძე პარლამენტიდან გავიდა. ამიტომ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ,“ - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს