თამარ კორძაია - თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ერთმანეთთან შედარება დაიწყოს

პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები კანონიერად ჩატარდა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბნის შედეგები გადათვალოს.

„დღეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და ხელახლა გადათვლიან. დღევანდელი დილის ბრიფინგიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ, არა მხოლოდ შერჩეულ უბნებზე გაიხსნას, არამედ გაცილებით მეტზე. სასურველია, ყველა უბანზე გაიხსნას არა მხოლოდ ბიულეტენები, არამედ ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, ე.წ. ჩეკები, სადაც ამომრჩეველმა ხელი მოაწერა ბიულეტენის გაცემამდე. ეს ქვითრები უნდა გაიხსნას და უნდა შედარდეს ვერიფიკაციის აპარატში არსებულ სიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოტოტრონით შერჩეული უბნების გახსნა და გადათვლა არავითარ შედეგს არ აჩვენებს, ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ამ ყველაფრის ერთმანეთთან შედარება დაიწყოს“, - განაცხადა კორძაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება