ლევან ცუცქირიძე - მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ - ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ

მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ - ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის იქნება პარლამენტში, რომელიც იქნება სამართლიანი და სადაც უმრავლესობაში იქნება დემოკრატიული ოპოზიცია.

„მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ. მე აუცილებლად ვიქნები პარლამენტში, რომელიც იქნება სამართლიანი, სადაც უმრავლესობაში იქნება დემოკრატიული ოპოზიცია, რომელმაც ეს არჩევნები მოიგო”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ამასთან, ცუცქირიძემ ისაუბრა დღევანდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ „ამ აქციაზე მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციას და ყველას შიგნით და გარეთ აჩვენოს, რომ ქართველი ხალხი იმ უსამართლო შედეგს არ ეგუება“.

„დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ამიტომ, დღეს ჩვენ უნდა გამოვიდეთ აქციაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. გავამაგროთ ერთმანეთი, დავუჭიროთ მხარი ოპოზიციას და ყველას შიგნით და გარეთ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი უსამართლო შედეგს არ ეგუება“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი