ნიკა გვარამია - ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო - შეფასების ბევრ პუნქტს ვეთანხმები, თუმცა ყველა მისაღები არ არის

ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით ოდირის შეფასების ძალიან ბევრ პუნქტს ეთანხმება, თუმცა ყველა პუნქტი მისთვის მისაღები არ არის.

„ლეგიტიმაციაზე ვერ ილაპარაკებს ვერავინ. ლეგიტიმაცია არის შიდა საკითხი, სახალხო სუვერენიტეტის საკითხი, ხალხი აყენებს ამ საკითხს და მერე უკვე შეიძლება შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობა. ოდირის შეფასების ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება