„ევროპული საქართველო“ - 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი,  ჩატარდა ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების და მანიპულაციების პირობებში

საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ჩატარდა ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების და მანიპულაციების პირობებში, რასაც ადასტურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, - ასე აფასებს “ევროპული საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს და ამასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ევროპული საქართველო”, ისევე, როგორც პროევროპული ოპოზიციური პარტიები, არ აღიარებს მანიპულირებულ არჩევნებს.

“საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ჩატარდა ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების და მანიპულაციების პირობებში, რასაც ადასტურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები.

პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით თუ ემიგრაციაში, ვინც მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა და გამოწვევებისა, ხმა მისცა ქვეყნის თავისუფლებას და ევროპულ მომავალს.

კარგად ვიცით, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე და შედეგების სანდოობაზე იყო დამოკიდებული საქართველოს მომავალი - წავიდოდა ის მტკიცე ევრო-ატლანტიკური გზით თუ დაუბრუნდებოდა რუსეთის გავლენის სფეროს.

ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიიტაცა არჩევანი და ამით გზას უკეტავს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, პირისპირ ტოვებს რუსეთთან და მისგან მომდინარე საფრთხეებთან.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც არჩევნებში მონაწილე პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, არ აღიარებს მანიპულირებულ არჩევნებს, შესაბამისად, ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს წართმეული არჩევანი და ძალიან მტკიცედ ვიაროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს