აჭარაში განთავსების ობიექტებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ

აჭარაში 100 საოჯახო-სასტუმრო სახლსა და კოტეჯს სოციალური მედიის სპეციალისტები სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Instagram, Tik-Tok) შექმნაში, განვითარებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს სოფლად არსებულ განთავსების ობიექტებს, უმზადებს ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“.

პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები. პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ბოლო წლებში, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 7,500-ზე მეტი გიდი, ტურისტული სააგენტოს, განთავსებისა და კვების ობიექტის, ასევე სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლის წარმომადგენელი გადაამზადა. რეგიონში ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით 2025 წელს ბიუჯეტით 1 420 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გარდა სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა, გიდების საერთაშორისო კონფერენციისა და გასტრო ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ