გიორგი ვაშაძე - ელჩებთან ვისაუბრეთ, რომ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, ვუთხარით გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა - მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ დიპლომატებთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და რომ ეს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებაა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისას შეკითხვები დიპლომატიურმა მისიამაც დასვა.

„ვისაუბრეთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება. ვუთხარით ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა, რაც მოხდა საქართველოში.

ხედავთ გამოხმაურებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ფაქტობრივად, არავინ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის.

[დღევანდელ] შეხვედრაზე მოისმინეს, კითხვები დასვეს, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია, რაც აქ არის. შესაბამისად, მათი ფუნქციაა, დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია და პასუხი დაგვიბრუნონ ამ პოზიციაზე.

[შეხვედრაზე წარვადგინეთ] მასობრივი გაყალბების ფაქტები, სხვისი პირადობებით მონაწილეობა, 80%-იანი აქტივობები იყო ისეთ უბნებზე, სადაც როგორც წესი, ძალიან ცოტა ამომრჩეველი მიდის ხოლმე, მოსული ამომრჩევლებიდან „ქართული ოცნებისთვის“ არაადეკვატურად მაღალი შედეგები“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება