გიორგი გახარია - მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის - საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?

ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია.

“მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის. არჩევნები კი არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს?! თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში?! ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა. ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ როგორ უნდა იარონ? იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?! - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს