ალეკო ელისაშვილი - ჩვენ, სინამდვილეში, 26 ოქტომბერს გავიმარჯვეთ, სინამდვილეში, ოპოზიცია 26 ოქტომბრიდან ეს რუსები არიან

ჩვენ, სინამდვილეში, 26 ოქტომბერს გავიმარჯვეთ, სინამდვილეში, ოპოზიცია 26 ოქტომბრიდან ეს რუსები არიან, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილმა სცენიდან ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელიც ოპოზიციონერებმა ხელისუფლებას წაუყენეს.

“გამარჯვება იყო ჩვენი ცხოვრების ნატვრა, ჩვენი არსებობის მიზანი, ქართველი ერის არსებობის მიზანი იყო სწრაფვა გამარჯვებისკენ და ძალიან ახლოს ვართ ამ გამარჯვებასთან. უნდათ, რომ მოგვპარონ, მაგრამ ვერ მოგვპარავენ. ჩვენ, სინამდვილეში, 26 ოქტომბერს გავიმარჯვეთ, ვისაც გვინდა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, ვისაც გვინდა ამ ქვეყნის დამშვიდება, სწრაფვა ევროკავშირისკენ და გამდიდრება. აი, იმ ხალხს, იმ ოთხ კოალიციურ ოპოზიციას და ძალას მოგვცა ხალხმა ხმა და ამ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა. სინამდვილეში, ოპოზიცია 26 ოქტომბრიდან ეს რუსები არიან. ეს არის რეალობა და ამის შეცვლა, ამის მოპარვა უნდათ.

ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რამდენიმე რამ - არავინ აპირებს, აღიაროს მამაძაღლურად ჩატარებული არჩევნების შედეგები, ოპოზიციაში ამ მამაძაღლური არჩევნების აღიარებას არავინ აპირებს. არავინ შევა პარლამენტში, ვინც ბარიერი გადალახა, არ ვაღიარებთ არჩევნებს, ვითხოვთ, 24 საათში გაიხსნას სიები, გვანახონ, იმ აპარატებში რა სიები იყო ჩატვირთული იმიტომ, რომ იქ იყო ძაღლის თავი, კარუსელები, დაუყოვნებლივ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩატარდეს პატიოსანი არჩევნები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვა სინამდვილეში. ერთადერთ რამეზე დაველაპარაკებით ამ ხელისუფლებას, რომ სწრაფად ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მაგრამ უცხოური საერთაშორისო ადმინისტრირებით და არა იმ ხმის, ქურდების ადმინისტრირებით”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება