ალეკო ელისაშვილი - მინდა გახარიას ვუთხრა კაცურად, აქციებიდან მილანძღია იცოცხლე, მაგრამ ახლა არ არის პრანჭვის დრო, ერთად ბრძოლის დროა - ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები

მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გიორგი გახარიას.

ელისაშვილის თქმით, ახლა საკუთარ თავს ყველამ უნდა აჯობოს და საქართველო გადაარჩინოს, რომელიც განსაცდელშია.

„გუშინ გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსაყვედურე, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილები ვართ, დაქანცულები და ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. არ ვიცი, აქ არის თუ არა, გახარია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი დგას მის გვერდით, ლევან გოგიჩაიშვილი და ის დავინახე, რომ აქციაზე არის. მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია, იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთის ლანძღვაში, არჩევნებს რომ დავანიშნინებთ მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, ჩვენს თავზე, ჩვენს წყენებზე, ჩვენს ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, რადგან საქართველო განსაცდელშია და ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის