სერგეი ლავროვი - თუ იქნება წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსი დიპლომატები, რა თქმა უნდა, განიხილავენ წარმოშობილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, კონტაქტებს არასდროს გავქცევივართ“, - განაცხადა ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს