ჩრდილოეთ კორეის საგარეო მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ჩოი სონ ჰუის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, - ინფორმაციას რუსული მედიაავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ხორციელდება სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, რომლის გააქტიურებაზეც ორი ქვეყნის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ივნისის სამიტზე შეთანხმდნენ.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია რუსეთში იმ ფონზე ჩადის, როდესაც დასავლეთში იზრდება შეშფოთება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფხენიანის ჩართულობასთან დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებოდნენ.

"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში", - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება