ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ ურღვევი თავდაცვითი კედელი გახდება

ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ახლა, ომის დროს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიაში, სკანდინავიური საბჭოს მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასა და მთელ ევროპას გეოპოლიტიკურ სიცხადეს მისცემს და უკრაინას რუსეთთან დიპლომატიაში გააძლიერებს, როცა დრო მოვა.

„უკრაინა იმსახურებს გულწრფელ პასუხს და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გამჭვირვალობას. გთხოვთ, ითანამშრომლოთ პარტნიორებთან ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით ბერლინში, რათა ჩვენ ერთად მივაღწიოთ ამ გეოპოლიტიკურ სიცხადეს. როდესაც უკრაინა მიიღებს მიწვევას ნატო-ში, ეს გახდება ურღვევი თავდაცვითი კედელი რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს