ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლატვია საქართველოს შესახებ ევროკავშირის მინისტრების განცხადებას შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებს ძალიან სუსტად აღწერს და დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ევროკავშირის

ლატვია საქართველოში არჩევნების შესახებ ევროკავშირის მინისტრების განცხადებას უერთდება.

„ლატვია საქართველოს შესახებ განცხადებას შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი საარჩევნო დარღვევების სერიოზულობას ძალიან სუსტად აღწერს. და - დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საარჩევნო მთლიანობის დარღვევა“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან „მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“ და ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია.

ამასთან, განცხადებაში მინისტრებმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „უდროო ვიზიტი“ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება