ვიქტორ ორბანი - თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ - ჩვენს ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები არიან, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია - ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხართ და ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტისთვის არჩევნების შედეგებს დაელოდა, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს მისი ჩამოსვლა ჩარევად არ აღქმულიყო.

„არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოვსულიყავით, ამიტომ მადლობა მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია. არ ვიცი, რის გამო ხდება - ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენს ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები არიან და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს. ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. ამიტომ, მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება“,- განაცხადა ორბანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი