თამარ კორძაია - ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცესკო-მ დაწერეს - ეს გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა

ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცესკო-მ დაწერეს - ეს გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, „ხელახალი არჩევნების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია“.

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაწერეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური. შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს