პიტერ სიიარტო - უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს - ლიბერალური „მეინსტრიმი“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მათი სასურველი პარტია იმარჯვებს

უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის პოზიციასაც სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

„უნგრეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას მხარს მტკიცედ უჭერს და სუვერენიტეტისა და ხალხის ნების მიმართ მის ერთგულებას მიესალმება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, პიტერ სიიარტომ „კრიტიკოსთა ჩვეული გუნდი“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილი იმ კონცეფციასთან ბრძოლას აგრძელებს, რომ დემოკრატია მოქალაქეების მიერ განისაზღვრება და არა ბრიუსელის კარნახით.

„ლიბერალური „მეინსტრიმი“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მათი სასურველი პარტია იმარჯვებს. ჩვენი მოვალეობა არა ბრიუსელისთვის სიამოვნების მინიჭება, არამედ ჩვენი ხალხის ნების შესრულებაა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი წერს, რომ „უნგრეთს ესმის ეს პრობლემები, რადგან უკვე 14 წელია მსგავსი საგარეო ზეწოლის წინაშეა. უნგრეთი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით და მისი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება