გერმანელ-ირანელი დისიდენტი ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა გერმანელ-ირანელი დისიდენტი ჯამშიდ შარმაჰდი, რომელიც ტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელობისთვის იყო მსჯავრდებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შარმაჰდს, რომელსაც ბრალი აშშ-ში დაფუძნებული პრომონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს, სიკვდილით დასჯა შარშან ე.წ. „დედამიწაზე კორუფციისთვის“ მიუსაჯეს.

ჯამშიდ შარმაჰდი ბრალდებას უარყოფდა, მისი ოჯახი კი ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ სპიკერი იყო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ბერლინმა არაერთხელ გააფრთხილა თეირანი, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.

„ჯამშიდ შარმაჰდის მკვლელობა გვიჩვენებს, თუ როგორი არაჰუმანური რეჟიმი მართავს ირანს", - დაწერა ბერბოკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს