ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს - არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ

არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს - ეს ასე იყო უნგრეთის არჩევნების შემდეგაც და ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ! - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა.

ორბანმა ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს „არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და მასში გამარჯვება მიულოცა“ და მიმართა, რომ უნგრეთის სტატეგიული პარტნიორობის იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს.

ორბანის თქმით, არჩევნების შედეგები უდაოა.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება. არჩევნების შედეგები უდავოა! თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. მსგავსი სახის კამათი არსებობს, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც არჩევნებს თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ასეთ კამათს ყოველთვის ვხედავთ. ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული - თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება - არჩევნები უნგრეთში ჩატარდება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ განცხადებების გაკეთება ჰქონდათ დაგეგმილი. მედიის კითხვები გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა კითხვების დასმის მცდელობას. აღნიშნულზე ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში!“

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება