ვიქტორ ორბანი - მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არ მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად - გვესმის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი მშვიდობაზე გააკეთა

არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აღნიშნა, დარწმუნებულია იმაში, რომ „ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.

„მე რაც ვიცი, უკრაინის გვერდით არის უნგრეთი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს ეს ამბავი. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი, საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით. უნგრეთშიც ასე არის. ასევე, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა, ამიტომ, მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა, ნამდვილად.

ასევე, მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის, რომ იმ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, თქვენ არ მიეცით საშუალება, რომ თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში და ასევე, მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც ვიზიტად იყვნენ ჩვენთან და დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ. ასევე, განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული მიმართულებით. უცნობი არ არის, რომ ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენს ეკონომიკურ აღმავლობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ტურიზმის და წყლის რესურსების განვითარებაში შევიტანოთ წვლილი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი ევროკავშირისთვის უმსხვილესია, იმიტომ, რომ უშველებელი გეგმა გულისხმობს „მწვანე ელექტროენერგიის“ მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობს. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობლივი საწარმოც გვაქვს. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მინდა აქვე ვახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფო სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს, ყოველწლიურად, 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-სთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველის სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი