საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა კლაუს ჰიპმა კონკურსის - „HIPP - 2024“ - გამარჯვებულები დაასახელა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანელმა მეცენატმა, ხელოვანმა და მეწარმემ, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიმპა 2024 წლის „ჰიპის“ კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჰიპის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რეტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზე, კომპანია სტუდენტებისათვის, წელიწადში ორჯერ ატარებს კონკურს, გამარჯვებულები გერმანიაში გადიან სტაჟირებას. ვიცე-რექტორის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაიარა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპი ატარებს კონკურსს, გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ სტუდენტებს იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას კლაუს ჰიპი ახორციელებს. კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ეს არის უნიკალური საშუალება სტუდენტებმა მიიღონ ევროპული გამოცდილება, ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში როგორიცაა HIPP-ი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ინფორმაციის თანახმად, კლაუს ჰიპმა სტუდენტებს შესთავაზა ქართული ბიზნესისთვის შექმნან კრეატიული, ექსკლუზიური, მარტივი, ბრენდირებული პროდუქტი. მეცენატის განცხადებით, კონკურსის გამარჯვებულებმა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ სულაბერიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ელისაბედ გუნთაიშვილმა გამოავლინეს უნიკალური და ორიგინალური იდეები, რომელთაც პრაქტიკულობა და ჰიპის ღირებულებებთან შესაბამისობა ახასიათებთ.

სტუ-ის ინფორმაციით, ყოველწლიური კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს წარმოადგინონ კრეატიული და პრაქტიკული დიზაინისა და ბიზნეს იდეები, რაც ხელს უწყობს ახალ თაობას საკუთარი ხედვებისა და შემოქმედების განვითარებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის