ეკატერინე გალდავამ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ბეიჯინგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში - Sibos-ს მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Sibos SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური კონფერენცია, გამოფენა და ქსელური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია ფინანსური ინდუსტრიისთვის.

„ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გლობალური ფინანსური საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობენ და თანამშრომლობენ გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფულის მართვისა და ვაჭრობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ფორუმის ფარგლებში ეკატერინე გალდავამ ოფიციალური შეხვედრები გამართა სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას, ფასიანი ქაღალდების და ფულის მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ღონისძიების ფარგლებში ასევე მონაწილეობა მიიღო ფინანსური საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიებში.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმ Sibos-ს არსებობის 46-წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნეს ლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება