ბარიერგადალახულ 5 პარტიას შორის, ე.წ. ნამდვილი ხმებით 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე იყოფა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში, ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე „ცვლილებისთვის“ იყოფა.

5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ შორის სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება:

(#41) “ქართული ოცნება“ – 89 მანდატი (1 120 140 ხმა, 53.936%)

(#4) კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 19 მანდატი (229 161 ხმა; 11.034 %)

(#5) “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი (211 120 ხმა; 10.166%)

(#9) “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (182 949 ხმა; 8.809%)

(#25) “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი (161 336 ხმა; 7.769%)

3 111 საარჩევნო უბნიდან 3 110 უბანი დათვლილია. გაუქმდა მარნეულის საარჩევნო ოლქის ფარგლებში არსებული ერთი საარჩევნო უბანი.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სახელისუფლო პარტიას გაყალბებაში ადანაშაულებს. ამ დროის მდგომარეობით, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტი ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს - მათ მანდატებზე უარი თქმა და საარჩევნო სიების ჩახსნა დაანონსეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება