გურამ მაჭარაშვილი - ჯერ მსოფლიოში არავის გამოუგონებია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს

ჯერ მსოფლიოში არავის გამოუგონებია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია შევლენ თუ არა პარლამენტში, თუმცა „თუ არ შევლენ კიდევ უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიციის გეგმები იყო არჩევნების შემდგომი პერიოდი და ეს დადასტურდა. ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ პარლამენტში შემოვლენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. მათ რომ პარლამენტში შესვლა სდომოდათ, მაშინ სხვანაირად მოიქცეოდნენ წინა 4 წლის განმავლობაში. თუ არ შემოვლენ კიდევ უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.

არჩევნებამდე თავად ოპოზიცია, ზურაბიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები, მათი მხარდამჭერი შიდა ექსპერტები საზოგადოებას უდასტურებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნები არის სანდო და მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. რომ წააგეს ახლა რატომღაც ვერავის ვეღარ მოედავნენ და უნდათ, რომ შეედავონ ელექტრო სისტემას. ეს არის მათი მთელი დღის წესრიგი. მათ ტრაგიკომედია რაში მდგომარეობას - ახლა ითხოვენ, რომ არჩევნები არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს, არამედ მათმა პატრონებმა. ნუ პირდაპირ ამბობენ, პირდაპირ მოვალთ ხელისუფლებაშიო. უნდა ვუთხრა საზოგადოებას, პირველ რიგში, ოპოზიციას, ჯერ მსოფლიოში არავის გამოუგონებია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს