ლაშა ხუციშვილი - უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აჩენს

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ფინანსთა მინისტრს, მიხაი ვარგასს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება