ნინო წილოსანი - ვფიქრობ, მეთიუ მილერის მოსაზრება დამატებით გამოძიებასთან დაკავშირებით, მათივე წინააღმდეგ იქნება

ვერ ვიტყოდი, რომ მეთიუ მილერის განცხადება განსაკუთრებული კრიტიკის მატარებელი იყო - ვფიქრობ, დამატებით გამოძიებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მათივე წინააღმდეგ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სურთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება იხილონ.

მისივე თქმით, „მათივე მოფიქრებული დამატებითი გამოძიება იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე მათ სურთ, რომ აღმოჩნდეს და გამოჩნდეს“.

„ვერ ვიტყოდი, რომ მეთიუ მილერის განცხადება განსაკუთრებული კრიტიკის მატარებელი იყო. იმ პირობებში, რაც ოკეანის მიღმა წარმომადგენლებისგან „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვისმინეთ, ეს მასთან შედარებით აღარაფერი აღარ არის. ვხედავთ, რომ წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯები დაანონსდა. დამატებით გამოძიებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრება, ფიქრობ, მათივე წინააღმდეგ იქნება, იმიტომ, რომ დამატებითი გამოძიება იყო თუნდაც სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაშიც კი ამბობენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, ამომრჩეველს კენჭისყრაში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდა, აღიარებენ ცესკო-ს გამართულ მუშაობას. საერთაშორისო აუდიტი ადასტურებს სიების შესაბამისობას არჩევნების დღეს მისული ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ მათ შორის, მათივე მოფიქრებული დამატებითი გამოძიება იმის საწინააღმდეგო იქნება, ვიდრე მათ სურთ, რომ აღმოჩნდეს და გამოჩნდეს, იმიტომ, რომ ფაქტები ადასტურებს „ქართული ოცნების“ დიდ უპირატესობას, ხოლო აღქმებით რისი შექმნაც უნდათ, რა თქმა უნდა, ეს განცხადებებიც ემსახურება. ამ არჩევნების სამართლიანად და უტყუარად ჩატარების საუკეთესო დადასტურება „ისფედის“ „პივიტი“ იქნება, რომელიც არ ქვეყნდება. არ ქვეყნდება, რადგან „პივიტი“ ადასტურებს, რომ ცესკო-ს შედეგები ზუსტია,“ - განაცხადა წილოსანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო