პიტერ სიიარტო - დროა ბრიუსელმა გაიგოს, რომ მთავრობებს ხალხი ირჩევს და არა შორიდან ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თბილისში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილების მიმართ, პრიორიტეტი მიანიჭოს მშვიდობასა და სუვერენიტეტს და განაცხადა, რომ ქართველებს არ სურდათ მეორე უკრაინა გამხდარიყვნენ, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

„მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა, ბრიუსელის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, მკაფიო არჩევანი გააკეთა, და რომ დროა ბრიუსელმა გაიგოს, რომ მთავრობებს ხალხი ირჩევს და არა შორიდან ინიშნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზოლტან კოვაჩის განცხადებით, პიტერ სიიარტომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აღიარებს რა საქართველოს კომპლექსურ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, უნგრეთი მზადაა, ქვეყანას თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

„მინისტრმა სიიარტომ გამოაცხადა შეთანხმება უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში ორმოცდაათი ქართველი საჯარო მოხელის მომზადების შესახებ, რაც ხაზს უსვამს უნგრეთის ერთგულებას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზოლტან კოვაჩის განცხადებით, პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. სიიარტოს მტკიცებით, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთის მიმდინარე თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის, რომ მწვანე ენერგიამ, წყალქვეშა მილსადენის საშუალებით, კავკასიიდან ცენტრალურ ევროპას მიაღწიოს. მისივე განმარტებით, ერთობლივი საწარმო, რომლის სათაო ოფისი ბუქარესტშია, ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაასრულებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება