ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს და მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისთვის

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლინ ჯიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ლინ ჯიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს