გია ვოლსკი - არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია

არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, არ არსებობს - ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აშშ-ს სურს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება იხილონ.

ვოლსკის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ყველა დარღვევას აქვს სათანადო შეფასება, ყველა საჩივარი განიხილება და მას საერთაშორისო ზედამხედველობა ექნება.

„ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია. არავითარი წინაპირობა, რომ ცესკოს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ არ არსებობს.

ვნახავთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც ყველა მიხვდება, რომ დარღვევების ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებთ, გამოძიებული იქნება და ეს მაღალკვალიფიციურად შეფასდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება