ელენე ხოშტარია - ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ - გაყალბების ფაქტები უკვე დევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაზე მუშაობს.

ამის შესახებ მან პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ მთელი საზოგადოების წინაშე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პრეზიდენტმა, პარალელურად, არასამთავრობო სექტორმა მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ძალიან პრინციპული პოზიციები და ძალიან პრინციპული გზაა წინ.

ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ვხედავთ მზარდ საერთაშორისო შეფასებას, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები, ეს არ არის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები; რომ უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები; ქართული ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. არამარტო პარლამენტში არ შედის, ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული მხოლოდ იმაზე, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ამ გზაზე მივდივართ ყველა ერთად, ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად. ასევე გვაქვს ძალიან ძლიერი მტკიცებულებების კასკადი როგორც ჩვენ, ისე არასამთავრობოებს. გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს. ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოუყენებიათ. ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა. ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის. ამიტომ მტკიცებულებები უკვე დევს, ყველა შეფასება არის ცალსახა და გაყალბების ფაქტები დევს, ჩვენ პლუს გავხსნით მთელს სქემას. ვურჩევდი ცესკო-ს თანამშრომლებს, ვურჩევდი ამაში ჩართულებს, დაიზღვიონ, გადაირჩინონ თავი იმიტომ, რომ ეს იქნება მტკივნეული მათთვის. ეს არის კრიმინალი, როცა შენ ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიხარ.

გუშინ თბილისში იდგა 100 ათასზე მეტი ადამიანი. ასიათასმა ადამიანმა თქვა, რომ არ მიიღო ეს არჩევნები. ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ არ მივიღეთ. ჩვენი პარტნიორები ამაში მხარს გვიჭერენ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო