შვედეთის ელჩი - შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ პლატოფორმა X-ზე წერს, სადაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჟამინ დოუსას განცხადებას აზიარებს.

“შვედეთის მთავრობა მზადაა ღია კარით, თუ საქართველო უფრო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა. გაიზარდა შვედეთის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოში“, - წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ გუშუნ განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - აცხადებს ბენჟამინ დოუსა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა