თორნიკე რიჟვაძე - ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენს სახელმწიფოს ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის, აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მტკიცედ გამოხატა.

მისივე თქმით, ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძის მტკიცებით, „რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებულია“, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად.

„ეს, რა თქმა უნდა, არის იმედგაცრუება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ხალხის ძალა არის უზენაესი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალას და ხალხის ნებას ძალით ვერავინ ვერ შეცვლის. შესაბამისად, დღევანდელი დღეც არის მაგალითი, რომ ამ არჩევნების შედეგები, რომელიც არის ძალიან ცხადი ყველასთვის, არის ლეგიტიმური, გვაძლევს იმის აბსოლუტურ საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხალხის სამსახური და ყველა ის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რაც გვქონდა დაწყებული.

ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, შესაბამისად, ეს იმედგაცრუება და იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. და, კიდევ ერთხელ, როგორც არის ხალხის დავალება, გაგრძელდება ხალხის სამსახური“, - აღნიშნა მან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის