მიხეილ სააკაშვილი - ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! - უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას

უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია“.

„ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში.

ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება ყველას სათითაოდ არ მიადგება?

არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.

ახლა ყოველი საათი ძვირფასია!

ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!

დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს