პაატა დავითაია - „სამოქალაქო საზოგადოების“ ინიციატივა ღია პლატფორმასთან დაკავშირებით  დროული და აუცილებელია შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში

მივესალმებით „სამოქალაქო საზოგადოების“ ინიციატივას ერთიანი ღია პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, რაც შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ერთობა.

„პარტია „ევროპელი დემოკრატები“ მადლობას გადავუხდით ჩვენს რვა ათასამდე მხარდამჭერს ნდობისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს საპარლამენტო არჩევნებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში იწყება პოლიტიკური კრიზისი და არჩევნებს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ერთობა, შესაბამისად, მზად ვართ გავიზიაროთ ყველა ინიციატივა, რომელიც პროცესის გაჯანსაღებისთვის იქნება მიმართული და ვაცხადებთ მზადყოფნას „სამოქალაქო საზოგადოების“ ფორმატში მონაწილეობაზე“ , - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება