საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს დაიწყება

16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

„უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, - აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება