კიევში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები

უკრაინის დედაქალაქ კიევში წუხელ საჰაერო თავდაცვის მუშაობის დროს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად სოლომენსკის რაიონში 9 სართულიანი შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე და 6 სართულიან ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება