მეთიუ მილერი ღაზას სექტორში განხორციელებულ ავიაიერიშზე - ეს არის შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ღაზას სექტორის ქალაქ ბეიტ ლაჰიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელსაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემზარავი ინციდენტია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"აშშ ღრმად შეშფოთებულია ამ ინციდენტის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვით. ეს იყო შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით. დაღუპულთა საერთო რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს ცნობები ამ ინციდენტის შედეგად დაღუპული ორი ათეული ბავშვის შესახებ", - აღნიშნა მილერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისთვის, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულ საჰაერო იერიშს, სულ მცირე, 92 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი, ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს