უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პიტერ სიიარტოსთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ევრაზიის უსაფრთხოების მომავალს განიხილავენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე, რომელსაც შესაძლოა, 45 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწროს, სიტყვით 31 ოქტომბერს გამოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს