ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაური მისალოც წერილში აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას.

“ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავს და გისურვებთ თქვენ და მოძმე თურქ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას. მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას. მადლიერი ვარ თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ. ვსარგებლობ შემთხვევით და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობას საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ძალისხმევა მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ინიციატივები ქმნიან მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისთვის”, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის