ნინო ლაცაბიძე - რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი

რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. დღეს მე-12 მიკრო რაიონში შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი დიდი მწვანე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციის პროექტიც ჩვენ სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და სულ მალე, რუსთავს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობით, მე-12 მიკრო რაიონში #18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 მ2 ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორიაზე მოეწყობა დაწნეხილი ფილების ბილიკები, განათების სისტემა, სპორტული მოედანი, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, დასასვენებელი და გამწვანების ზონები. რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი სკულპტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს