საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია Keepz გახდა

ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია „Keepz-ი“ ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, Keepz-ის ძირითადი პროდუქტი არის QR ტერმინალი, რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესს თუ საცალო მოვაჭრეს ბარათით გადახდების მიღების საშუალებას აძლევს.

„ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად შეცვლის გადახდების სფეროს და მოხარულნი ვართ, რომ keepz ამ პროცესში მოწინავე კომპანიაა. მომავალში ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული პოს ტერმინალი და მობილური საფულე, კიდევ უფრო გავაიაფებთ ჩვენს პროდუქტებს და გავამარტივებთ არსებულ პროდუქტებზე გადახდის პროცესს“ - გიორგი მარიამიძემ.

მათივე ინფორმაციით, Keepz აერთიანებს გადახდის ყველა შესაძლო ალტერნატივას როგორც რეალურ, ისე ონლაინ ვაჭრობისას. მას სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გადამხდელს არ ჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს აპლიკაცია, ქიფზის QR-ით გადახდა შესაძლებელია applepay/googlpay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით.

„მივესალმებით კომპანია Keepz საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, რომელიც ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად შეცვლის გადახდების სფეროს და მოხარულნი ვართ, რომ keepz არის ამ პროცესში მოწინავე კომპანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება