„საქსტატი“ - საქართველოში, 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია

საქართველოში 2024 წლის იანვარ- სექტემბერში 8 841 ნებართვაა გაცემული (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტი).

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვების 73.8 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით მეტი) 2 597 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო