„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვიწყებთ - პროექტის მიზანია, ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ორი თვის ვადაში დასრულდება.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ნაკადების შეუფერხებლად გატარებას. ხშირად იქმნება საცობები, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო პიკის საათებში მოძრაობა თითქმის პარალიზებულია და მოძრაობის განტვირთვას საათები სჭირდება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიც საკმაოდ დაზიანებულია და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განვახორციელოთ.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25 690 მ2 გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.

პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ორი თვის ვადაში დასრულდება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 200 000 ლარით დაფინანსდება“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს