გრუნის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ამავე სკოლის ასისტენტი, მარიამ ლაშხი, უკვე მესამედ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აშშ-ში, ვაშინგტონში მიიწვიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან კრისტალინა გეორგიევასთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, აჯაია ბანგასთან და აღნიშნული ორგანიზაციების სხვა მაღალჩინოსნებთან.

„6-დღიანი შეხვედრების ფორმატში განხილული საკითხები ეძღვნებოდა: მსოფლიოში აქტუალურ ეკონომიკურ მოვლენებს; ციფრული ტრანსფორმაციის დეტალებს; კლიმატის ცვლილების; ფინანსური სტაბილურობის; ახალი სამუშაო ადგილების შექმნის; ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და დღევანდელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა გრუნისა და ღონისძიებაში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებთან ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების დეტალები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება